x
image
worldsport.ge
"ბაიერნმა" გრინი "ჰამბურგში" გაუშვა

imageამერიკის შეერთებული შტატების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი ჟულიან გრინი, 2014/15 წლების სეზონს "ჰამბურგში" იჯარის წესით გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის მამამ NBS-ს დაუდასტურა.
"რეკორდმაისტერთა" აკადემიის აღზრდილი 19 წლის გრინი, მიუნხენელთა მთავარ გუნდს გასულ სეზონში შეუერთდა. ბუნდესლიგაში ამერიკელმა ვერც ერთი მატჩი ჩაატარა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, "ცსკას" წინააღმდეგ, მოედანზე მხოლოდ ორი წუთი დაჰყო.
მოგეხსენებათ, აშშ, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს, ბელგიასთან მარცხის შემდეგ დაემშვიდობა. დამატებით დროში ამერიკელებმა ბენილუქსელებთან 1:2 წააგეს და ერთადერთი გოლი კლინსმანის გუნდიდან, სწორედ გრინის ანგარიშზეა.
ჟულიან გრინს მიუნხენელებთან კონტრაქტის ვადა 2017 წლის ზაფხულში ეწურება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0