x
image
worldsport.ge
დი მარიას 7-ნომრიანი მაისურის არჩევა რონალდუმ ურჩია

image არგენტინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ, განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" 7-ნომრიანი მაისურის არჩევა ურჩია.
მოგეხსენებათ, აღნიშნული მაისური წლების განმავლობაში ერიკ კანტონას, რონალდუს და დევიდ ბექჰემს ეცვა.
"მანჩესტერში" გადასვლით მოხარული ვარ. მომწონს ეს კლუბი. ისიც ვიცი, რომ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიასპარეზებთ. აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს მთავარ საკლუბო ტურნირზე დაბრუნებაში დავეხმარო. კრიშტიანუმ მითხრა, თუ რას ნიშნავს აქ 7-ნომრიანი მაისური. კლუბსაც უნდოდა წარმატებული 7-ნომრიანი მაისური მე მიმეღო." - განაცხადა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ დი მარიამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და არგენტინელის ანაზღაურება კვირაში 200 000 გირვანქა იქნება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0