x
image
worldsport.ge
კიმ “სუონსისთან” გაახანგრძლივა

image“სუონსის” სამხრეთ კორეელმა ნახევარმცველმა, კი სუნგ-იონგმა კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება ოთხი წლით გაახაგრძლივა – იუწყება “გედების” ოფიციალური ვებგვერდი.
კორეელი ნახევარმცველის მიმართ რამდენიმე კლუბი, მათ შორის “სანდერლენდი” იჩენდა ინტერესს, სადაც გასული სეზონი ჩაატარა არენდით, მაგრამ მან “ლიბერთი სთედიუმზე” დარჩენა ამჯობინა.
კი უელსურ კლუბში 2012 წელს გადავიდა “სელტიკიდან” 7 მილიონ ევროდ და “გედების” რიგებში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა. გასულ სეზონში კორეელმა “სანდერლენდის” რიგებში 34 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0