x
image
natia.a
"შოკოლადის მეცნიერებათა დოქტორის" ვაკანსია კემბრიჯის უნივერსიტეტში
image

კემბრიჯის უნივერსიტეტში გამოცხადდა ვაკანსია "შოკოლადის მეცნიერებათა დოქტორის" ადგილზე. სპეციალისტის მთავარი მიზანი იქნება შეიმუშაოს თერმოგამძლე შოკოლადის ფორმულა. ვაკანსიის შესახებ განცხადება გამოქვეყნებულ იქნა უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალურ საიტზე 2014 წლის აგვისტოში.


მომავალი მეცნიერი დასაქმდება ქიმიური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტში. მისი მოვალეობა იქნება შეისწავლოს თბილი კლიმატის მოქმედება შოკოლადის სამომხმარებლო თვისებებზე, რათა შემცირდეს ტკბილეულის ფორმაზე ტემპერატურული ფაქტორების გავლენა.


აღნიშნულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა მიმართ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: ბაკალავრის ხარისხის ქონა, სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება და შოკოლადის სიყვარული.


მომავალი "შოკოლადის მეცნიერებათა დოქტორი" არა მხოლოდ სამეცნიერო მუშაობით იქნება დაკავებული, არამედ ლექციებსაც წაუკითხავს სტუდენტებს.



პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მეცნიერი მიიღებს PhD ხარისხს.

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0