x
image
K.P.
ია ფარულავა მეუღლის თხოვნით ია რეიტინგია გახდება?
imageია ფარულავასა და ტარიელ სუარის წყვილს უკვე მთელი საქართველო იცნობს. მსახიობს მომავალმა მეუღლემ ხელი ხომ პირდაპირ პროექტ "ნიჭიერის" სცენაზე სთხოვა. კონკიას ისტორია ზღაპრულად არ გაგრძელებულა. კონფლიქტი მსახიობის კატის, ზუზის წყალობით დაიწყო, მოგვიანებით კი ტარიელმა "საკუთარი ქალღმერთი" "მიშა პაიკმახერთან" მიმოწერაში ამხილა. ამ ყველაფრის მიუხედავად ყველაფერი მოაგვარეს და ურთიეღთობაც კვლავ ააწყვეს. ზღაპარი ბედნიერად მაინც არ დასრულებულა, კატა ზუზი სახლიდან გაიქცა...

image

წყვილი "შალვა რამიშვილის შოუს" ესტუმრა. სეზონის ბოლო გადაცემა სტუმრების წყალობით საკმაოდ რეიტინგული გამოდგა.

ტარიელი: "სატელევიზიო რეიტინგებიდან გამომდინარე ჩემს მეუღლეს გვარის შეცვლა შევთავაზე. ვფიქრობ ია ფარულავა ია რეიტინგია რომ გახდეს, უფრო შესაფერისი იქნება მისთვის. თანაც ია რეიტინგია ხომ კიდევ უფრო მეგრულად ჟღერს?"


ია: "და რაზე დაყრდნობით ამბობ ამას ტარიელ? რამე ისეთი იცი რაც მე არ ვიცი?"

ტარიელი: "რაღა რაზე დაყრდნობით. ჯერ მარტო იმედის ტელევიზიაში ჩვენი ბოლო სტუმრობა რომ გავიხსენოთ. რეიტინგების მიხედვით, ხალხს ყველაზე ულტრამეგათანამედროვესუპერ არხიდან (რუსთავი ორს ვგულისხმობ) შენს საყურებლად იმედზე გადაურთია. ჩვენს შემდეგ კი სულ რამოდენიმე წუთში, (მიუხედავად იმედის იმავე გადაცემაში უკვე სხვა ფეისების სტუმრობისა თუ იურმალაში მნიშვნელოვანი ფაქტის გაშუქებისა) იმედიდან ისევ ყველაზე მაგარ და რეიტინგულ მეგაულტრათანამედროვე არხზე რუსთავი 2 ზე გადართეს. რუსთავი 2 ზე ისევ უკან გადართვა არ მიკვირს, მაგრამ შენი მიკვირს, რა ხარ გოგო ასეთი ყველას შენი ნახვა რომ ახალისებს და უხარია?"

image

0
176
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0