x
image
worldsport.ge
დი მარია "მანჩესტერში" ითამაშებს

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ჯერჯერობით მოქმედი ფეხბურთელი ანხელ დი მარია, კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური და ბრიტანული გამოცემები ადასტურებენ.
როგორც ირკვევა, არგენტინელი შემტევი ინგლისში დღეს ჩაფრინდება და სავარაუდოდ, ხვალ "წითელ ეშმაკები" დი მარიას ოფიციალურად წარადგენენ.
ესპანური მედიის ცნობით, ინგლისელები ესპანელებს არგენტინელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო 26 წლის ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 8 მილიონი იქნება. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ დი მარია "მანჩესტერში" 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი სამეფო კლუბს 2010 წლის ზაფხულში, ლისაბონის "ბენფიკადან" შეუერთდა. ოთხი სეზონის განმავლობაში 26 წლის დი მარიამ 190 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და 87 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0