x
image
hamunaptra1990
კიდევ ერთი ცოცხალი "ბარბი"
image
16 წლის ლოლიტა რიჩი ამტკიცებს, რომ მისი სხეულის პროპორციები ნამდვილია.

ლოლიტა კიევიდანაა. მისი გარეგნობა და სხეულის ფორმები თოჯინა "ბარბის" პროპორციებს შეესაბამება. გოგონას თქმით, მისი წვრილი წელი და დიდი მკერდი ბუნებრივია და არანაირი პლასტიკური ოპერაციები არ აქვს ჩატარებული. უკრაინელი ვალერია ლუკიანოვისგან განსხვავებით, ლოლიტა არც ფოტოშოპს არ ხმარობს, როგორც მან თვითონ აღნიშნა.

ლოლიტა რიჩი ახლა თურქმენისტანში ცხოვრობს. მისი აზრით, იგი სხვა დანარჩენი ცოცხალი "ბარბებისგან" განსხვავდება, რაგდან იგი ყველაზე კარგად გამოიყურება და ბუნებრივია. სკოლაში მას ბევრი თაყვანისმცემელი ყავს, მაგრამ მის გემოვნებაში არცერთი არ ჯდება. ამ ეტაპზე მას შეყვარებული არ ყავს.

"მე ასე იმიტომ ვიმოსები, რომ მინდა საუკეთესოდ გამოვიყურებოდე. მე ძალიან კარგი გარეგნული მონაცემები მაქვს და უბრალოდ მაკიაჟით მათ უფრო ხაზს ვუსვამ. ჩემი დიდი მკერდი ბუნების დამსახურებაა, უბრალოდ ვიცმემ ისეთ ლიფს, რომ კიდევ უფრო კარგად წარმოვაჩინო ის. არასოდეს არ ვყოფილვარ დიეტაზე, მივირთმევ ყველაფერს, რაც მაცივარში მოგვეპოვება."


ლოლიტას დედა, 33 წლის ანა რიჩი სრულიად მხარს უჭერს შვილს და გოგონას ყველა ფოტოს დედა უღებს.

"დედაჩემი მაძლევს უფლებას ჩავიცვა ისე, როგორც მე მომწონს. იგი ამაყობს ჩემით".

მართლაც გოგონას ფოტოების ნახვისას მიხვდებით, რომ მას "ბარბის" პროპორციები აქვს.

ახლა კი გთავაზობთ "ცოცხალი ბარბის", ლოლიტა რიჩის ფოტოებს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
200
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0