x
image
worldsport.ge
პოდოლსკით “იუვენტუსიც” დაინტერესდა

imageპოლონური წარმოშობის ლონდონის “არსენალის” ფორვარდ ლუკას პოდოლსკის მიმართ დაინტერესებას ტურინის “იუვენტუსიც” იჩენს.
Football Italia-ს ცნობით, “ბებერი ქალბატონის” წარმომადგენლები ინგლისში მომავალ კვირაში ჩავლენ, რათა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონის პოტენციური ტრანსფერის დეტალები განიხილონ.
თავის მხრივ, ლონდონელები მზად არიან, რომ 29 წლის ფეხბურთელს 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ. გასულ სეზონში ლუკასმა “არსენალის” მაისურით 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა. პოდოლსკის შეძენა “მონაკოს”, “დორტმუნდსა” და “ვოლფსბურგს” სურთ.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0