x
image
worldsport.ge
ოუენ ჰარგრივსი ტელეკომენტატორი გახდა

imageინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ოუენ ჰარგრივსი ერთ-ერთ მსხვილ ბრიტანულ ტელეარხზე კომენტატორად იმუშავებს. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
კანადაში დაბადებულმა ჰარგრივსმა ფეხბურთის თამაში “კალგარიში” დაიწყო და მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელა, სადაც 2000-2007 წლებში გამოდიოდა. შემდეგ, მან “მანჩესტერ იუნაიტედს” მიშურა, სადაც 2007-2011 წლებში ირიცხებოდა, მაგრამ ხშირი ტრავმების გამო, თავის პოტენციალი ვერ გამოავლინა. ჰარგრივსმა, რომელიც ამჟამად 33 წლისაა, კარიერა 2012 წელს “მანჩესტერ სიტიში” დაასრულა.
2001-2008 წლებში, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მას 42-ჯერ უთამაშია.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0