x
image
worldsport.ge
"მანჩესტერი" დი მარიაში 100 მილიონს იხდის

imageბრიტანული მედიის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, არგენტინის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევ ანხელ დი მარიაში 100 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.
აღნიშნული ინფორმაცია, შესაძლოა, მორიგი ჭორი აღმოჩნდეს. როგორც ირკვევა, ინგლისელები არგენტინელს ხუთწლიან კონტრაქტს და თვიურ 200 000 გირვანქას სთავაზობენ.
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ დი მარია "რეალში" რჩება და კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.
იმ შემთხვევაში თუ, ინფორმაცია გამართლდება და ტრანსფერიც შედგება, "რეალი" 125 მილიონ ევროს მიიღებს. სამეფო კლუბმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში 117 მილიონი ევრო დახარჯა და დი მარია ტრანსფერის შემთხვევაში, დახარჯულ თანხაზე მეტს აინაზღაურებს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0