x
image
worldsport.ge
ჟარდიმი მსაჯებს ადანაშაულებს

image“მონაკოს” მთავარი მწვრთვნელი ლეონარდო ჟარდიმი “ბორდოსთან” წაგებას (1:4) მსაჯებს აბრალებს.
“თავადებმა” პირველი ტაიმი ბერბატოვის გოლით მოიგეს, მეორე ტაიმში კი, ოთხი გოლი მიიღეს – დიეგო როლანისგან (2), ემილიანო სალასგან და ვაჰბი ხაზრისგან.
“ბორდომ” ორი გოლის გატანა პენალტით მოახერხა, რაზეც ჟარდიმი პრეტენზიებს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ თერთმეტმეტრიანები მისი გუნდის კარში უსამართლოდ დაინიშნა. მეტიც, მისი განცხადებით შეხვედრის მსაჯი ტონი შაპრონი “ბორდოსგან” ჯილდოს იმსახურებს.

“ჩვენ გვქონდა ორი განსხვავებული ტაიმი. პირველ ნახევარში კარგად და ორგანიზებულად ვთამაშობდით. მეორე ტაიმში კი, მოწინააღმდეგემ სწრაფად გაგვითანაბრა.

ამის შემდეგ, იყო მსაჯის შეცდომები, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ეჭვი მაქვს, რომ მომავალში ფრანგი მსაჯები კიდევ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ.

ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ. გუნდს ეს შეუძლია და აუცილებლად უნდა დავიწყოთ შედეგის ჩვენება” – განაცხადა ლეონარდო ჟარდიმმა ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ “მონაკოს” 0 ქულა აქვს.


ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0