x
image
worldsport.ge
“ბაიერნის” ექიმი თითქმის დარწმუნებულია, რომ მარტინესს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი

imageმიუნხენის “ბაიერნისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი – ხავი მარტინესი, შესაძლოა, მოედანს ექვსი თვით დაემშვიდობოს. ამის მიზეზი გუშინდელ შეხვედრაში მიღებული ტრავმაა.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი” – “ბორუსიას” მატჩის 31-ე წუთზე ესპანელმა “მაკრატელას” დარტყმა სცადა და ჯერ მუხლი შმელცერს მოარტყა, შემდეგ კი უსიამოვნოდ დაეშვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ესპანელმა Goal.com–თან ისაუბრა და “ბაიერნის” გულშემატკივრისთვის საკმაოდ უსიამოვნო რამ განაცხადა:
“ექიმს ველაპარაკე და ის 99%-ით დარწმუნებულია, რომ ჯვარედინი მყესები მაქვს გაწყვეტილი. თუ ეს დიაგნოზი გამართლდა, მსურს, რომ ოპერაცია ხვალვე ჩამიტარდეს, რათა მოედანს მინიმალურ დროში დავუბრუნდე.” – განაცხადა ხავიმ.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შეხვედრა დორტმუნდელებმა 2:0 მოიგეს და გერმანიის სუპერთასის ტიტული შეინარჩუნეს. ანგარიში 23-ე წუთზე მხითარიანმა გახსნა, ხოლო 62-ე წუთზე ობამეიანგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0