x
image
worldsport.ge
“ბორუსიამ” გერმანიის სუპერთასი შეინარჩუნა

imageმოგეხსენებათ, ევროპაში საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა იწყება და სანამ ეროვნული ჩემპიონატები აიღებს სტარტს, ქვეყნებში სუპერთასები თამაშდება.
გუშინ გერმანიის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩემპიონი და თასის მფლობელი – მიუნხენის “ბაიერნი” დორტმუნდის “ბორუსიას” ეთამაშებოდა, რომელმაც აღნიშნული ტურნირის “საგზური” თასის ფინალში გასვლით მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი აშკარად გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა. მატჩში მონაწილეობა დორტმუნდელთა მხრიდან რომან ვაიდენფელერს, მატს ჰუმელსს, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის, ნევენ სუბოტიჩს, ნური შაჰინს, ილკაი გუნდოგანსა და მარკო როისს არ მიუღიათ. თავის მხრივ, მიუნხენელთა დანაკლისიც საკმაოდ დიდი იყო – ფრანკ რიბერი, რაფინია, ტიაგო ალკანტარა, ბასტიან შვაინშტაიგერსი და არიენ რობენი.
შეხვედრა დორტმუნდელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელშიც “ბაიერნმა” მეტოქეს აჯობა, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი იყო (58 – 42). საბოლოოდ, იურგენ კლოპის შეგირდებმა მიუნხენური გრანდი 2:0 დაამარცხეს და აღნიშნულ ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლნენ.
მარცხის გარდა, “ბაიერნისთვის” გუშინდელი შეხვედრა კიდევ ერთი რამით გამოდგა უსიამოვნო – პირველ ტაიმში, როდესაც ხავი მარტინესი “მაკრატელას” დარტყმას ცდილობდა, ფეხი შმელცერს მოარტყა და შესაცვლელი გახდა. მოგვიანებით, მიუნხენელთა მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, ესპანელს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი.
ბაიერნი – ბორუსია 0:2
ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, მარტინესი (დანტე, 31), ალაბა, ჰოიბერგი (გიოტცე, 59), როდე, გაუდინო, ბერნატი, მიულერი (ლამი, 46), ლევანდოვსკი, შაქირი.
ბორუსია: ლანგერაკი, პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, შმელცერი (დურმი, 46), კელი, კირხი (ბენდერი, 85), მხითარიანი, ჰოფმანი, ობამეიანგი (რამოსი, 63), იმობილე.
გაფრთხილება: ჰოიბერგი, ბოატენგი, ლამი
გოლები: 0:1 მხითარიანი (23), 0:2 ობამეიანგი (62)

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0