x
image
worldsport.ge
დავით უბილავა "ოლბორგში" ისინჯება

image20 წლის ქართველი მცველი დავით უბილავა დანიურ "ოლბორგში" ისინჯება. უბილავა მარცხენა მცველია და როგორც იცით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც გამოდიოდა გია ცეცაძის გუნდში. 21-წლამდელებშიც ჰყავდა ალექსანდრე ჩივაძეს.
დავითმა უმაღლეს ლიგაში პირველად "ვიტ ჯორჯიას" მაისურით ითამაშა, შემდეგ კი იყო ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი".
"ოლბორგი" დანიის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელია. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამო" გამოთიშა და პლეი ოფის სტადიაზე გავიდა, სადაც კვიპროსულ აპოელ-ს შეხვდება.
უბილავამ "ოლბორგის" სარზერვო გუნდის ორმხრივ მატჩში მიიღო მონაწილეობა: "ჰობროს" სარეზერვოებთან 2:0 მოგებულ მატჩში.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0