x
image
worldsport.ge
ლორია ოფი-სთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ბერძნული ოფი-ს ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს. ამის შესახებ ბერძნული ინტერნეტპორტალი gazzetta.gr-ი იუწყება.
თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტნის ოფი-ში გადასვლა გადაწყვეტილია ამბავია. 28 წლის გოლკიპერს ბერძნები 12 აგისტოს წარადგენენ და ახალ კლუბში პირველად ამავე დღეს ივარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “აქტობესთან” გამოვარდნის შემდეგ, თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი ტრანსფერზე დააყენა და მათ შორის ლორიაც.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0