x
image
worldsport.ge
არგენტინას მარტინო გაწვრთნის

image“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო არგენტინის ეროვნულ ნაკრებს უთავკაცებს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ალეხანდრო საბელია შეცვალა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.
შეგახსენებთ, რომ საბელიას მიერ გაწვრთნილი ნაკრები მუნდიალის ფინალში გავიდა, სადაც გერმანიასთან დამატებით დროში დამარცხდა.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, მარტინომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა. მისი სამწვრთნელო შტაბი იგივე იქნება, როგორიც კატალონიურ გრანდში.



ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0