x
image
worldsport.ge
ვერმალენი "ბარსელონაში" ტრავმირებული გადავიდა

imageკატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული მცველი ტომას ვერმალენი ტრავმირებულია. კატალონიელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ბელგიელმა ფეხბურთელმა, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მიღებული ტრავმა ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა.
მიიღებს თუ არა მონაწილეობას სეზონის სასტარტო მატჩში ბელგიელი მცველი, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება რეაბილიტაციის პროცესი.
შეგახსენებთ, რომ ტომას ვერმალენმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ბელგიელის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0