საზოგადოება ყველაზე არაადეკვატური,უგნური და შოკისმომგვრელი ავტოპორტრეტული ფოტოსურათები 2014, 11 აგვისტო, 15:58 სელფომანიამ ფსიქოლოგების აზრით უკვე მიიღო არაჯანსაღი ხასიათი, ადამიანები იღებენ სურათებს ყოველთვის და ყველგან, მათ შორის ყველაზე არადეკვატურ და არასასურველ ადგილას, რომ როგორმე მიიპყრონ ყურადღება. 1-სიხარულით მომღიმარი ახალგაზრდა ქალი ოსვენციმის საკონცეტრაციო ბანაკის ფონზე, სადაც ათასობით ადამიანი წამებით სიცოცხლეს გამოასალმეს.ინტერნეტში ამ სურათმა უამრავი უარყოფითი შეფასება მიიღო.ამ ქალის სახელი და ეროვნება უცნობია. 2-მამაკაცი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალის ფონზე.მემორიალის დაფაზე ლუდის ქილა უდევს. 3- ორი ტუტუცი გოგონა ტორპედოს ფონზე ლინკორ "არიზონადან", სადაც პერლ-ჰარბორში დაბომბვის შედეგად 1177 მეზღვაური დაიღუპა. 4-ტურისტი მომღიმარი გოგონა საჩვენებელი თითით"ყველაფერი კარგადაა", ბერლინში მეორე მსოფლიო ომში მოკლული ებრაელების მემორიალთან.სურათს ქვემოთ წარწერა აქვს:"ბერლინი/ქალაქი/ჰოლოკოსტი/შვებულებაში/ტურიგერმანიაში/კარგი დღეა/". 5-ეს სელფი ყველანაირ საზღვრებს სცდება.23 წლის ახალგაზრდამ ბრონქსიდან საკუთარ დედას თავი მოაჭრა და ისე გადაიღო სურათი. მას სამუდამო პატიმრობა ელოდება. 6-ამ კემეროველი გოგონების სელფი სასაფლაოს ფონზე უფრო "გოიმობის" გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. 7-27 წლის დანიელ საქსტონმა ბუტიკიდან ძვირფასი კაბა მოიპარა, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ ნაქურდალი კაბა ჩაიცვა, სურათი გადაიღო და "ფეისბუქზე" დადო. პოლიციამ მალევე დააკავა კაბის ქურდი. 8- ბრიტანელი მამაკაცი სახელად ეშლი კისტი შეიპარა სახლში გასაქურდად, აიღო პატრონისვე ტელეფონი და სელფის გადაღება დაიწყო სხვისი ტელეფონით, სხვის სახლში, ხოლო შემდგომ კონტაქტებში დააგზავნა.ბინის პატრონის მეგობრებმა პოლიცია გამოიძახეს, მძარცველი ადგილზე დააკავეს. 9-21 წლის ჯასტინ ბალერმა ჯერ სელფი გადაიღო იარაღთან ერთად, დადო Facebook-ზე, ხოლო შემდგომ ბანკი გაძარცვა მიჩიგანში.გამოძიებლებმა ბანკის ვიდეოთვალი შეისწავლეს, იცნეს და დააკავეს ქურდი. 10-ეს უკვე ცინიზმია.ახალგაზრდა გოგონამ სურათი გადაიღო თვითმკვლელის ფონზე, რომელიც ბრუკლინის ხიდიდან ხტებოდა. პოლიცია რამდენიმე საათი არწმუნებდა მამაკაცს სუიციდი გადაეფიქრა. 11-ნამდვილად ამაზრზენია შემდეგი სურათი.მომღიმარი ვაჟბატონის სელფი ძალადობის ფონზე.სიღრმეში მეორე მამაკაცი ამას ყველაფერს ტელეფონით იღებს. 12-როგორ ფიქრობთ ეს სასაცილოა? 13- სელფი მასწავლებლის ფონზე, რომელსაც სამშობიარო ჭინთვები დაეწყო. 14-გოგონა მომაკვდავი ბებიის ფონზე იღებს სურათს. 15-უკომენტაროდ. 16- ავადმყოფის ფონზე.(ტუჩების მოპრუწვა არ დაავიწყდა რაც მთავარია) 17-თან გაიქეცი, თან სელფი გადაიღე. 18-სელფი ტყის ხანძრის ფონზე. 19-საოპერაციოში. 20-ანა კარენინას კვალდაკვალ. 21-ბონუსად რამდენიმე საინტერესო ფოტო. 524 6-ს მოსწონს
|