x
image
worldsport.ge
დროგბამ ტრავმა მიიღო

imageლონდონის "ჩელსიში" დაბრუნებულმა დიდიე დროგბამ, ამხანაგურ მატჩში უნგრული "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ, კოჭი დაიზიანა და 29-ე წუთზე ოსკარმა შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სიმძიმის ტრავმა მიიღო დროგბამ.
აღნიშნულ მატჩში ანგარიში უნგრელებმა გახსნეს. მე-17 წუთზე "ფულემის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზოლტან გერამ თავისი გუნდი დააწინაურა. 51-ე და 81-ე წუთებზე, შესაბამისად, რამირესმა და ფაბრეგასმა ლონდონელებს გამარჯვება მოუტანეს.
"არისტოკრატები” შემდეგ ამხანაგურ მატჩში, 12 აგვისტოს "სოსიედადის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. 18 აგვისტოს კი, პრემიერლიგის პირველ ტურში, "ბარნლის" სტუმრად დაუპირისპირდებიან.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0