x
image
worldsport.ge
გოგინაშვილი მოლდოვის "საქსანში" ითამაშებს

image20 წლის ქართველი გარემარბი ირაკლი გოგინაშვილი მოლდოვის "საქსანში" გადავიდა. ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში 3 ტურის შემდეგ, მესამე ადგილზეა. "საქსანს" წარსულში ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ვლადიმირ ლიუტი წვრთნის.
გოგინაშვილმა გასული სეზონი რუსთავის "მეტალურგში" ჩაატარა და დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. ალექსანდრე ჩივაძემ ის 21-წლამდელთა ნაკრებშიც ათამაშა.
ფეხბურთელის ტრანსფერზე ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს" აგენტმა დავით ყენიამ მიაწოდა:
"გოგინაშვილზე დიდ იმედებს ამყარებს მოლდოვური კლუბი. მწვრთნელ ლიუტის დიდი გეგმები აქვს და არაა გამორიცხული, გაისად ირაკლი სხვა, უფრო ძლიერ გუნდში ვიხილოთ".

www.worldsport.ge


0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0