x
image
worldsport.ge
ინძაგი: "ლოპესი "მილანს" გააძლიერებს"

imageჯერჯერობით, მადრიდის "რეალის" ესპანელი მეკარის დიეგო ლოპესის ტრანსფერი "მილანში" ოფიციალურად არ განხორციელებულა, თუმცა "როსონერის" ახალი თავკაცი ფილიპო ინძაგი, ესპანელ კარის დარაჯზე უკვე ღიად საუბრობს.
"ბედნიერი ვარ, რომ "მილანის" საქმეები კარგად მიდის. დიეგო ლოპესი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. იგი გამოცდილი მეკარეა და მას შეუძლია, ჩვენი გუნდის ასპარეზობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს." - განაცხადა იტალიელმა ახალბედა სპეციალისტმა.
მოგეხსენებათ, მილანელთა ვიცე-პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა, რომ ლოპესი "როსონერი" გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი გოლკიპერი იტალიის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0