x
image
worldsport.ge
როსიცკის ჩემპიონობის იმედი აქვს

imageლონდონის “არსენალის” 33 წლის ჩეხი ნახევარმცველი – ტომაშ როსიცკი მომავალ სეზონს ოპტიმისტურად უყურებს. მისი თქმით, ამ ფორმაციის გუნდს პრემიერ ლიგის მოგება შეუძლია და ამისათვის ფეხბურთელები უკან არაფერზე დაიხევენ.
ვეტერანი ჩეხის მცირე ინტერვიუს SkySports აქვეყნებს:
“გასულ სეზონში ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შევძელით. სეზონის ბოლო ნაწილი საშინლად ჩავატარეთ და საბოლოოდ, მხოლოდ მეოთხე ადგილს დავჯერდით. თუმცა, ახლა ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და ისინი დასახული ამოცანების გადაჭრაში დაგვეხმარებიან. ვფიქრობ, შარშანდელ შედეგს არ გავაუარესებთ. რაც შეეხება მომავალი სეზონის მთავარ მიზანს – ეს პრემიერლიგის მოგებაა.
“არსენალი” უდიდესი კლუბია, რომელიც ყოველთვის მხოლოდ პირველობისთვის იბრძვის. ეს გუნდი სწორედ ამიტომ მომწონს. ცხადია, უკეთესია, როცა ბევრ ტიტულს იგებ, მაგრამ ჩემთვის ეს მთავარი არაა. ტიტულების მოგება “მეთოფეებთან” ერთად მსურს.” – განაცხადა როსიცკიმ.
შეგახსენებთ, რომ როსიცკი “არსენალში” 2006 წელს დორტმუნდის “ბორუსიადან” გადავიდა და “მეთოფეთა” მაისურით ჩატარებულ 221 შეხვედრაში 25 გოლის გატანა შეძლო.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0