x
image
worldsport.ge
“ატლეტიკო” სოლდადოს შეძენას ცდილობს

imageმიუნხენის “ბაიერნიდან” მარიო მანჯუკიჩისა და “რეალ სოსიედადიდან” ანტუან გრიზმანის შეძენის შემდეგ, მადრიდის “ატლეტიკო” რობერტო სოლდადოს ტრანსფერზე გადაერთო.
The Telegraph-ის ცნობით, მადრიდელებს ესპანელი თავდამსხმელის იჯარის წესით დამატება სურთ, მაგრამ “ტოტენჰემი” ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს, რადგან ამ შემთხვევაში, ლონდონელებს მისი შემცვლელის პოვნა მოუწევთ. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, ეს არც თუ ისე იოლი იქნება.
სოლდადო წინა სეზონში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მხოლოდ ექვსი გოლის გატანა შეძლო (ოთხი თერთმეტმეტრიანი).
ამის მიუხედავად, “ტოტენჰემის” ახალ მთავარ მწვრთნელს – მაურისიო პოჩეტინოს ესპანელი თავდამსხმელის დიდი იმედი აქვს და მისგან მაქსიმალურად დიდი სარგებლის მიღებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ სოლდადო “ტოტენჰემში” გასული სეზონის დაწყების წინ “ვალენსიადან” გადავიდა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0