x
image
worldsport.ge
რეინა: “ნოიერს კონკურენციას გავუწევ”

imageმიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეულმა ხოსე რეინამ ახალ კლუბში გადასვლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იგი გუნდში სათადარიგო სკამზე დასაჯდომად არ მისულა და ძირითადი შემადგენლობისთვის აპირებს ბრძოლას.
ესპანელი მეკარის მცირე ინტერვიუს მიუნხენური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს:
“მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადმოვედი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. აქ ბევრი ტიტულის მოგებას ვაპირებ.
გამარჯვებულის მენტალიტეტი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
ყოველთვის გამარჯვება მსურს და არ ვაპირებ, მეორე მეკარე ვიყო. მანუელ ნოიერს სერიოზულ კონკურენციას გავუწევ.” – განაცხადა რეინამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რეინა “ბაიერნში” “ლივერპულიდან” ხუთი მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გერმანელებთან სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0