x
image
worldsport.ge
დავიდ ლუისი: “მზად ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო”

imageხუთშაბათს პსჟ-მ ბრაზილიელი ახალწვეული – დავიდ ლუისი წარადგინა, რომელიც მიმდინარე ზაფხულში ლონდონის “ჩელსიდან” შეიძინა.
პრეზენტაციის შემდეგ, ლუისმა მომავალ კლუბსა და მის ამბიციებზე ისაუბრა. ბრაზილიელის კომენტარს BBC ავრცელებს:
“მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე წარსულია და ახლა მხოლოდ პსჟ-ზე ვფიქრობ. ჩემს დებიუტს მოუთმენლად ველი. დიდებულ გუნდში გადმოვედი და თანაგუნდელებისგან ბევრის სწავლას ვაპირებ.
რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ ფორმას, შემდეგ კვირაში 100%-ით მზად ვიქნები. მზად ვარ, იქ ვითამაშო, სადაც გუნდს დავჭირდები.” – განაცხადა ლუისმა.
ლუისის სანაცვლოდ ფრანგულმა კლუბმა “ჩელსის” 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა, რითაც ბრაზილიელი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. იგი ახალ კლუბში 32 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0