x
image
worldsport.ge
გურულმა პლეი ოფში გასვლისთვის 5000 დოლარი მიიღო

imageსოლიგორსკის “შახტიორის” ფეხბურთელებმა, რომელთა რიგებში სანდრო გურულიცაა, უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიური “ზიულტე-ვარეგემის” ბარიერის გადალახვისა (5:2, 2:2) და პლეი ოფში მოხვედრისთვის, პრემიალურების სახით 5000-5000 დოლარი მიიღეს.
პრემიალურიების ოდენობა კლუბის დირექტორმა იური ვერგეიჩიკმა დაასახელა, რომლის თქმით, თანხა კლუბის გენერალურმა სპონსორმა “ბელკალიამ” გამოჰყო. სხვათა შორის, მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე “დერ სიტისთან” გამარჯვებისთვის, სოლიგორსკელებმა მოთამაშეები 2500-2500 დოლარით დააჯილდოვეს.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0