x
image
worldsport.ge
უეფამ “ლეგია” ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა

imageვარშავის “ლეგია”, რომელშიც ლადო დვალიშვილი ირიცხება, უეფამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან მოკვეთა. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურმა საფეხბურთო კლუბმა ორი მატჩის ჯამში გლაზგოს “სელტიკს” აჯობა (4:1, 2:0). თუმცა, მეორე შეხვედრის 87-ე წუთზე ვარშაველთა რიგებში მოედანზე მცველი ბარტოშ ბერეშინსკი გამოჩნდა, რომელმაც გასულ სეზონში ევროპის ლიგაზე 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მან მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა და აქედან გამომდინარე, შოტლანდიელებთან თამაშის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად, “ლეგიას” ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და ჩემპიონთა ლიგის პლე ოფში “სელტიკი” ითამაშებს.
ვარშაველებისთვის ერთადერთი “დამამშვიდებელი” ისაა, რომ ევროპის ლიგის პლეი ოფში იასპარეზებენ.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

1
118
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
118
  
2014, 8 აგვისტო, 15:32
საცოდავები :დ
0 1 1