x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: რობინიო "სანტოსში" ითამაშებს

image"მილანის" თავდამსხმელი რობინიო, ერთწლიანი განათხოვრების წესით "სანტოსში" ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, 30 წლის ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა "სანტოსში" დაიწყო. რობინიო მშობლიურ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"სანტოსი" ჩემი სახლია. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, იმ კლუბში, საიდანაც კარიერა დავიწყე. მინდა "სანტოსმა" მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს და გულშემატკივრები გავახაროთ." - განაცხადა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა.
რობინიო "სანტოსში" უკვე მეორედ დაბრუნდა. 2010 წლის იანვარში, ბრაზილიელი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში, ნახევარი სეზონით, "მანჩესტერ სიტიმ" გაანათხოვრა.
გასულ სეზონში რობინიომ "მილანის" მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა და 5 გატანილ გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0