x
image
worldsport.ge
გრიგალაშვილი, ლობჟანიძე, გურული და ლიპარტია ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშებენ

imageერთი კვირის წინ, ნიქოზიელებმა მაკედონიურ სკოპიეს “მეტალურგს” შინ 3:0 მოუგეს, ხოლო სტუმრად 1:0 დაამარცხეს. ქართველმა ფეხბურთელებმა სკოპიეში ჩატარებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშეს. კვიპროსელებმა ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი ნუნო ასისია.
გათამაშებას გამოეთიშა კვიპროსული “ერმისი”, რომლის ღირსებას გიორგი ილურიძე იცავს. შვეიცარიის “იანგ ბოიზთან” გასვლაზე 0:1 მარცხის მერე, “ერმისმა” თავის მოედანზე 0:2 წააგო. ილურიძე სათადარიგო იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო.
ბელარუსული სოლიგორსკი “შახტიორი”, სადაც სანდო გურული თამაშობს, ევროპის ლიგის ჯგუფში მოსახვედრად იბრძოლებს. სოლიგორსკელებმა პირველ მატჩში ბელგიის “ზულტე-ვარეგემი” 5:2 დაამარცხეს, ხოლო ბელარუსში დაპირისპირება 2:2 დასრულდა. გურული თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. “შახტიორიდან” პირველი გოლი მე-7 წუთზე ბალანოვიჩმა გაიტანა, ხოლო იდრისა სულამ სტატუს ქვო აღადგინა. იმავე ბალანოვიჩმა 42-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო, ხოლო 73-ეზე სულამ ასევე დუბლი შეასრულა.
ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი ლუგანსკის “ზორიამაც” გადალახა, რომელშიც ჯაბა ლიპარტია ირიცხება. უკრაინაში ნორვეგიულ “მიოლდესთან” შეხვედრის 1:1 დასრულების მერე, “ზორიამ” სტუმრად 2:1 გაიმარჯვა. თუ აქამდე ლიპარტიას მოედანზე გასვლის შანსს საერთოდ არ აძლევდნენ, ამჯერად, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეიყვანეს. უკრაინელმა კამენიუკმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, ნორვეგიელმა გულდარსენმა თანაფარდობა 43-ე წუთზე აღადგინა, ხოლო 89-ე წუთზე ფორენმა ავტოგოლი გაიტანა და ლუგანსკელები მომდევნო რაუნდში აღმოჩნდნენ.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0