x
image
worldsport.ge
მორენომ "სევილიასთან" გაახანგრძლივა

image"სევილიას" 27 წლის მცველმა ხორხე ანდუხარ მორენომ (კოკე), ანდალუსიელებთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, "მარსელის" ახალ მწვრთნელ მარსელო ბიელსას კოკეს ტრანსფერის განხორციელება სურდა, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა არგენტინელ სპეციალისტს იმედი გაუცრუა.
კოკე "სევილიას" 2011 წლის ზაფხულში "რაიოდან" შეუერთდა. სამი სეზონის განმავლობაში მან 97 მატჩი ჩაატარა და 8 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0