x
image
worldsport.ge
პსჟ-მ დავიდ ლუიზი წარადგინა

imageფრანგულმა პსჟ-მა ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დავიდ ლუიზი წარადგინა. 27 წლის ფეხბურთელი პარიზელებმა ლონდონის “ჩელსიდან” მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 50 მილიონ ევროდ შეიძინეს.
ახალ კლუბში ლუიზი 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე დევიდ ბექჰემს ეცვა.
ლუიზმა პროფესიონალური კარიერა ბრაზილიურ “ვიტორიაში” დაიწყო და 2007 წელს პორტუგალიის “ბენფიკაში” გადავიდა, სადაც 4 წელი დაჰყო. ამის შემდეგ, მან “ჩელსის” მიაშურა.
2010 წლიდან მოყოლებული დღემდე, ლუიზმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0