x
image
worldsport.ge
გამესი "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახდება

image"მალაგას" მარჯვენა მცველი ხესუს გამესი, კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. როგორც MARCA იტყობინება, მადრიდელებმა და მალაგელებმა ესპანელი მცველის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი გასეს ტრანსფერში 2-დან 3 მილიონ ევრომდე გადაიხდის და ფეხბურთელთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გამესს "მალაგას" მაისურით 253 შეხვედრა ჩაუტარებია და მის აქტივში 20 საგოლე გადაცემაა. 29 წლის ფეხბურთელი ხისტ მცველად ითვლება. პრიმერადივიზიონის გასულ სეზონში გამესმა 28 შეხვედრა ჩაატარა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში კი ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0