x
image
worldsport.ge
მიჩუ “ნაპოლიში” გადასვლით ბედნიერია

image“ნაპოლის” ესპანელი ახალწვეული – მიჩუ იტალიაში გადასვლით კმაყოფილია და ნეაპოლში თავს ბედნიერად გრძნობს.
SkySports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მიჩუმ ინგლისიდან იტალიაში გადასვლის მიზეზებსა და ახალ კლუბზე ისაუბრა:
“ჩემს გადაწყვეტილებაში უდიდესი როლი მწვრთნელის ფაქტორმა ითამაშა. რაფაელ ბენიტესი ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი სპეციალისტია. “ნაპოლიში” გადმოსვლა ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევაა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში თამაშის საშუალება მომეცემა, რაც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. უკვე 28 წლის ვარ და ლიგაზე ჯერ არ მითამაშია. ამ ტურნირზე ჩემს დებიუტს მოუთმენლად ველი.
ამასთან, ძალიან მსურდა საკუთარი ძალების სხვა ლიგაში მოსინჯვა. “ნაპოლი” კი სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივია. ჩვენ საოცარი გულშემატკივრები, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი გვყავს.
იტალიური ფეხბურთი ესპანურისგან და ინგლისურისგან ძალიან განსხვავდება და შემიძლია, საკუთარი თავი კიდევ უფრო დავხვეწო. სამწუხაროდ, საწვრთნელ პროცესში ჯერ ბოლომდე არ ჩავრთულვარ, რადგან მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმკურნალობდი. თუმცა, ახლა ტკივილი აღარ მაწუხებს და ვარჯიშს მალე დავიწყებ.
“ნაპოლიში” სერიოზული კონკურენციაა, რაც გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელების ყოფნითაა გამოწვეული. იმედი მაქვს, ადაპტაციას მინიმალურ დროში გავივლი და გულშემატკივარს გავახარებ.” – განაცხადა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ მიჩუ “სუონსის” ეკუთვნის და “ნაპოლიში” მომდევნო სეზონს იჯარის წესით გაატარებს. ერთი წლის შემდეგ კი, იტალიელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0