x
image
worldsport.ge
კანადას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

image2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, შესაძლოა, კანადაში ჩატარდეს.
კანადის ფეხბურთის ფედერაციამ, მსოფლიოს პირველობის ფინალური ეტაპის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და FIFA-ში ოფიციალური განაცხადის შეტანასაც აპირებს.
აღნიშნული ინფორმაცია, საკუთარი Twitter-ის საშუალებით ზეპ ბლატერმა გაავრცელა. მისი თქმით, კანადელები მუნდიალის ჩატარებით, ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ხელის შეწყობას აპირებენ.
“კანადა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადაა და განაცხადის შემოტანასაც აპირებს. ამით, ისინი ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას აპირებენ”, – დაწერა ბლატერმა.
თუ კანადამ აღნიშნული ფორუმის ჩატარების უფლება მიიღო, მუნდიალი ჩრდილოეთ ამერიკაში მეორედ ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ 1994 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატს აშშ-მ უმასპინძლა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0