x
image
worldsport.ge
როჯერსი ამერიკული ტურნეთი კმაყოფილია

imageგუშინ დასრულდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ამხანაგური ტურნირი, რომლის ფინალშიც, ერთმანეთს “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ.
მატჩში გამარჯვება მანჩესტერელებმა მოიპოვეს, მაგრამ თამაშის შემდეგ, ლივერპულელთა მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ ამერიკული ტურნეთი ძალიან კმაყოფილია.
“ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვიდა. ორივე გუნდმა დიდი სამუშაო გასწია. როდესაც თამაშს ვიგებდით, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მოგვიანებით დავისაჯეთ და გოლიც გავუშვით, რამაც გაგვტეხა. მალე ამას მეორე გოლიც მოჰყვა და თამაშის სცენარი მთლიანად შეიცვალა.
მარცხის მიუხედავად, ამ ტურნირით კმაყოფილი ვარ და მსურს, ყველა ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით, რაჰიმ სტერლინგს გამოვყოფდი, რომელიც დღითიდღე იზრდება და “ლივერპულს” მისი სახით ძალიან ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს”, – განაცხადა როჯერსმა SkySports–თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, “ლივერპულს” პრემიერ ლიგის მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა და საბოლოოდ, მერსისაიდელებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0