x
image
worldsport.ge
ზლატანი: “არ ვიცი, გვჭირდება, თუ არა დი მარია”

imageბოლო დროს ძალიან ბევრი იწერება “პსჟ”-ში ანხელ დი მარიას შესაძლო გადასვლაზე. სხვადასხვა გამოცემების თქმით, ეს ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და “რეალი”, არგენტინელის სანაცვლოდ, 75 მილიონ ევროს მიიღებს.
აღნიშნულ ჭორებს “პსჟ”-ს ერთ-ერთი ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარიზულ გუნდს ტიტულების მოპოვება ანხელის გარეშეც შეუძლია.
“არ ვარ დარწმუნებული, რომ დი მარია გვჭირდება. ჩვენ ისედაც ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც ყველა ტიტულისთვის შეუძლია ბრძოლა”, – განუცხადა შვედმა Football Espana-ს.
გასულ სეზონში, დი მარიამ “რეალთან” ერთად ესპანეთის სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამასთან, იგი პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ასისტენტი გახდა და არგენტინის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწია.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0