x
image
worldsport.ge
17 წლის სერბი მეკარე “მანჩესტერ იუნაიტედში”

image“მანჩესტერ იუნაიტედმა” სერბეთის “ვოივოდინადან” 17 წლის მეკარე ვანია მილინკოვიჩი შეიძინა.
“ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ბოლო ერთი თვე გრძელდებოდა, ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდა მეკარე ვანია მილინკოვიჩი “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე გახდა. ყველა საკითხი ორშაბათს მოვაგვარეთ. მომავალ სეზონს ის “ვოივოდინაში” გაატარებს, სადაც ჩვენი სპეციალისტები და ინგლისის ტოპ კლუბის მწვრთნელები დააკვირდებიან” – განაცხადა “ვოივოდინას” პრეზიდენტმა ზორან შჩეპანოვიჩმა.
მილინკოვიჩი სერბეთის 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების წევრია, ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მან სამი მატჩი ითამაშა.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0