x
image
worldsport.ge
“ვესტ ბრომვიჩმა” ავსტრალიელი მცველი გადაიბირა

imageინგლისის “ვესტ ბრომვიჩმა” ჰოლანდიის “ერაკლესიდან” 23 წლის ავსტრალიელი მარცხენა მცველი ჯეისონ დევიდსონი შეიძინა.
საფეხბურთო კლუბ “ვეტს ბრომვიჩის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დევიდსონმა კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.
“ძალიან მიხარია, რომ ჯეისონი შევიძინეთ. მის ზურგს უკან საუცხოო მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც მან სამი ტოპ გუნდის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა” – განაცხადა “ვესტ ბრომვიჩის” მთავარმა მწვრთნელმა ალან ირვინმა.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, დევიდსონის შეძენამდე, “ვეტს ბრომვიჩმა” კრეიგ გარდნერი, ჯოლეონ ლესკოტი, კრის ბრეიდი, ბრაუნ იდეიე, სებასტიან პოკონიოლი და ანდრე უისდომა შეიძინა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0