x
image
worldsport.ge
უეფამ “ჩიხურას” ანტირასისტული ბანერის გამოფენა დაავალა

imageგარდა იმისა, რომ უეფამ “ჩიხურა”-“ბურსასფორის” მატჩზე ქართველი გულშემატკივრების მხრიდან რასიზმის გამოვლენის გამო, საჩხერელები 15000 ევროთი დააჯარიმა, “ნეფთჩისთან” საშინაო მატჩში “მიხეილ მესხზე” ქომაგთა შესვლა ნაწილობრივ შეიზღუდება.
კერძოდ, უეფამ “ჩიხურას” ხელმძღვანელობა დაავალდებულა, რომ ორ სექტორში, დაახლოებით 482 კვადრატული მეტრის ფართობზე ანტირასისტული ბანერი გამოფინოს. ცხადია, იქ ქომაგები ვერ დასხდებიან. როგორც “ჩიხურას” გენერალურმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, ხსენებული ბანერის დამზადება კლუბს 10000 ლარი უჯდება.
ამასთანავე, მან ისიც თქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში უეფადან მოვიდა შეტყობინება, რომ კლუბი ბაქოში ფანების მიერ გამოფენილი ბანერისთვისაც დაჯარიმდება. ვინაიდან ეს მიმდინარე გათამაშებაში “ჩიხურასთვის” მეორე შემთხვევაა, ჯარიმის რაოდენობა შესაძლოა 30000 ევრომდე გაიზარდოს. უეფა თავის ვერდიქტს ქართულ მხარეს 14 აგვისტოს შეატყობინებს.
შუკაკიძემ ისიც გვაუწყა, რომ უეფა თანამშრომლობს ერთ-ერთი ბრიტანულ ორგანიზაციასთან, რომელიც სწორედ სტადიონებზე რასიზმის ფაქტების, აკრძალული ბანერების გამოვლენაზე და ა.შ. სპეციალიზირდება.
რასიზმის გამოვლენისთვის, უეფამ “ჩიხურას” გარდა, რუმინული “სტიაუა”, უნგრული “დებრეცენი” და სლოვენიის “მარიბორი” დააჯარიმა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0