x
image
worldsport.ge
დვალიშვილს “ატრომიტოსი” იწვევს

imageვარშავის “ლეგიას” თავდამსხმელს ვლადიმერ დვალიშვილს ბერძნული ათენის “ატრომიტოსი” ეპატიჟება, რომელმაც გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა.
ბერძნული ინტერნეტპორტალის fbisports.gr-ის ინფორმაციით, “ატრომიტოსმა”, რომელიც უეფას ევროპის ლიგის ჯგუფში მოსახვედრად იბრძვის, 28 წლის ქართველს 2-წლიანი კონტრაქტი და ამ ხნის განმავლობაში ხელფასის სახით 350000 ევრო შესთავაზა.
დვალიშვილი ათენურ კლუბში გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ 2 წელიწადში 500000 ევროს მიღება სურს. ამჟამად, ის “ლეგიაში” თვეში დაახლოებით 25000 ევროს იღებს და კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.
აქვე გეტყვით, რომ “ატრომიტოსამდე” დვალიშვილს კვიპროსული აპოელ-ი და “ომონია”, ასევე, ბელგრადის “პარტიზანი” იწვევდნენ.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0