x
image
worldsport.ge
ჰოლანდიის ერედივიზიონში, შესაძლოა ვიდეოგამეორება დაინერგოს

imageჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს ფიფას, ოფიციალური თხოვნით მიმართა. ჰოლანდიელებს სურთ, მომდევნო სეზონში ერედივიზიონის მატჩებში ვიდეოგამეორების გამოყენება.
აღნიშნული წინადადებაზე ნებართვა ფეხბურთის საერთაშორისო საბჭოს ასოციაციამ უნდა გასცეს, რომელიც პასუხისმგებელია საფეხბურთო წესების ცვლილებების.
ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ ვიდეოგამეორებით, ერედივიზიონის მსაჯთა კვალიფიკაციას აამაღლებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მეთოდი მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევებში გამოიყენება.
ფიფას ნოვატორული იდეების თვალსაჩინო მიმბაძველი ინგლისიც გახდა. რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, რომ პრემიერლიგის მატჩებში, მსაჯები, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაცად სპეციალურ ქაფს გამოიყენებენ.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0