x
image
worldsport.ge
ვერონი "ესტუდიანტესის" პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების და "ესტუდიანტესის" და ევროპის სხვადასხვა გრანდებში მობურთალი ყოფილი ნახევარმცველი, ხუან სებასტიან ვერონი, შესაძლოა არგენტინული კლუბის პრეზიდენტი გახდეს.
39 წლის არგენტინელმა კარიერა მიმდინარე წლის ზაფხულში, "ესტუდიანტესში" დაასრულა. არგენტინული პრესის ცნობით, ყოფილი ფეხბურთელი კლუბის პრეზიდენტობას აპირებს, თუმცა თავად ვერონი ამ ფაქტს, არც ადასტურებს და არც უარყოფს.
ხუან სებასტიან ვერონმა საფეხბურთო კარიერა "ლა პლატაში" 1994 წელს დაიწყო და წლების განმავლობაში "ბოკა ხუნიორსში", "სამპდორიაში", "პარმაში", "ლაციოში", "მანჩესტერში", "ჩელსიში", "ინტერსა" და "ესტუანტესში" ასპარეზობდა.
საკლუბო კარიერის განმავლობაში ვერონმა 536 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 62 გოლი და 46 საგოლე გადაცემაც შეასრულა. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ყოფილ ნახევარმცველს 73 მატჩი ჩაუტარებია და თავი 9-ჯერ გამოიჩინა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0