x
image
worldsport.ge
ნეიმარი-“ფლეიბიოს“ სკანდალი ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი გამოდგა

imageდაახლოებით 3 კვირის წინ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა, ჟურნალ ”ფლეიბოის” და კონკრეტულად კი ამ ჟურნალის ერთ-ერთ სახეს, ბრაზილიელ მოდელს, პატრისია ჯორდანს სასამართლო მოუგო და სასამართლოს გადაწყვეტილებით ჟურნალის ერთი კონკრეტული ნომერი მთლიანად ამოიღეს გაყიდვიდან.
საქმე ისაა, რომ პატრიცია ჯორდანი ”ფლეიბოის” ფურცლებიდან ირწმუნებოდა, ნეიმართან ხვანცალი და გლაჯუნი მქონდაო და ამ ბიჭს რამე რომ იყოს, ახლაც შევხვდებიო. ნეიმარმა სასამართლოს ძალით დაამტკიცა, რომ პატრიციას საერთოდ არ იცნობდა, რაც გამორჩეული და მნიშვნელოვანი მოვლენაა.
როგორც უკვე ვთქვით, ამ ფაქტიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა და მსოფლიოს ბულვარული გამოცემები უკვე აღიარებენ, რომ ბოლო დროს ძალიან ერიდებიან გადაუმოწმებელი ჭორების ბეჭვდას. თუკი ეს სასამართლო ტყუილის მოყვარულთათვის ჭკუის სასწავლებელი იქნება, მაშინ ბარაქალა ნეიმარსა და მის ადვოკატებს...

www.worldsport.ge

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0