x
image
worldsport.ge
ზლატანი: “ვფიქრობ, პსჟ-ის გულშემატკივრები გუნდით ამაყობენ”

imageპარიზელთა შვედმა თავდამსხელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც პსჟ-მა “გინგამს” ზლატანის დუბლის წყალობით 2:0 სძლია, RMC–სთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ეს ლაპარაკით კი არა, საქმით უნდა დავამტკიცოთ.
ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივრები გუნდით ამაყობენ. მე აქ მხოლოდ მესამე სეზონს ვიწყებ, მაგრამ უკვე ხუთი ტიტული მოვიპოვეთ.
როცა პსჟ-ში გადმოვდიოდი, ვთქვი, რომ კლუბის ისტორიაში ახალი თავის დაწერას ვაპირებდით. ჩვენი გუნდი პროგრესს გააგრძელებს.” – განაცხადა ზლატანმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს პარიზელები 8 აგვისტოს, “რეიმსის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.


ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0