x
image
worldsport.ge
"ნიუკასლმა" "შახტარიდან" ფაკუნდო ფერეირა დაიმატა

imageდონეცკის "შახტარის" არგენტინელი თავდამსხმელი ფაკუნდო ფერეირა, მომდევნო სეზონს "ნიუკასლში" გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
23 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს. არაოფიციალური ინფორმაციით, "კაჭკაჭები" არგენტინელის იჯარაში 2 მილიონ ევროს გადაიხდიან და მომავალ სეზონის დასრულების შემდეგ, ფერეირას გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
"პრემიერლიგა ყოველთვის მომწონდა და როდესაც კლუბის ინტერესის შესახებ გავიგე, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე. ჩემს მეგობარს ფაბრიციო კოლოჩინის ველაპარაკე. მან იმდენი პოზიტიური რამ მითხრა კლუბზე, რომ "ნიუკასლში" გადასვლაზე არ მიყოყმანია." _ განაცხადა არგენტინელმა.
მოგეხსენებათ, ფერეირა იმ 6 ბოიკოტირებულ ფეხბურთელებს შორის იყო, რომლებმაც უკრაინაში დაძაბული ვითარების გამო, უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადეს.
არგენტინელი თავდამსხმელი დონეცკელებმა გასული სეზონის სტარტამდე, "ველეჟიდან" 9 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდეს. უკრაინაში გატარებულ პირველივე წელს, 23 წლის თავდამსხმელმა 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0