x
image
worldsport.ge
კაბელია: “ნიუკასლში” გადასვლა ფრანგებმა გადამაწყვეტინეს”

image“ნიუკასლის” ახალწვეულმა – რემი კაბელიამ ახალ გუნდში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ინგლისურ კლუბში ფრანგი ფეხბურთელების რაოდენობა დაეხმარა.
“ნიუკასლის” შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ფრანგი ფეხბურთელია და სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი კაბელიას ტრანსფერში.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალ კლუბში ადაპტაცია. მინდა, თანაგუნდელებთან კონტაქტში მალე შევიდე, რათა მათთან ერთად პროგრესი განვიცადო. ცხადია, ინგლისური ენის სწავლას გავაგრძელებ, მაგრამ ადაპტაციაში ახალი თანაგუნდელებიც დამეხმარებიან.
“ნიუკასლში” გადმოსვლა კაბაიემ და მუსა სისოკომ მირჩიეს და ჩემს გადაწყვეტილებაში მათმა აზრმა დიდი როლი ითამაშა. არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ და მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას.” – განაცხადა კაბელიამ Goal.com–თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად “ნიუკასლში”, კაბელიას გარდა, ხუთი ფრანგია – მასადიო ადიარა, მალუ იანგა-მბივა, მუსა სისოკო, ჰატემ ბენ არფა და იოან გუფრანი. მათ გარდა, გუნდში პაპის სისე, ჩეიკ ტიოტე და მეჰდი აბეიდიც არიან, რომელთათვისაც ფრანგული მშობლიური ენაა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0