x
image
worldsport.ge
ბელარუსმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოგიო


imageკალათბურთში თბილისის ოთხთა ტურნირზე დღეს მეორე ტურის მატჩები იმართება. პირველად სარბიელზე ბელარუსი და მოლდოვა გავიდნენ. ფავორიტად ბელარუსი ითვლებოდა, თუმცა სლავებს პირველი ტაიმის მოგება აშკარად გაუჭირდათ, მათ აღნიშნული მონაკვეთი 29:25 მოიგეს. მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, აღნიშნულ ათწუთეულში ბელარუსმა მოლდოვა 25:9 დაამარცხა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 68:38 ბელარუსის სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 14 ქულა მოლდოველმა ევგენი დელნიკმა დააგროვა. ბელარუსთა შორის ყველაზე კარგი შედეგი ალექსანდრ პუსტოგვარმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 11 ქულაა.
ორი ტურის შემდეგ ბელარუსი ქულათა მაქსიმუმით, 6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. რაც შეეხება მოლდოვას, ჯერ მას ქულა არ მოუპოვებია და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ტურის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 18 საათზე დაიწყება, ერთმანეთს ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრები და დიდი ბრიტანეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0