x
image
worldsport.ge
ჟარდიმი: "ფალკაო "მონაკოში" დარჩება"

imageფრანგული "მონაკოს" ახალმა დამრიგებელმა ლეონარდუ ჟარდიმმა, "ვალენსიასთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ (2:2) განაცხადა, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი რადამელ ფალკაო კლუბის დატოვებას არ აპირებს.
"ამ დროისთვის, ფალკაო ჩვენი ფეხბურთელია და კლუბში მისი დარჩენა 100%-ით გადაწყვეტიალია. მისი წასვლა არ გვინდა. უკვე დავკარგეთ ხამეს როდრიგესი, მაგრამ ფალკაო ჩვენთან რჩება. მომდევნო სეზონში კოლუმბიელი თავდამსხმელი "მონაკოს" ღირსებას დაიცავს." _ განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
"ღამურებთან" ამხანაგურ მატჩში, რადამელ ფალკაომ 72-ე წუთზე ბერბატოვი შეცვალა. იანვარში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, კოლუმბიელი მოედანზე სათამაშოდ პირველად გამოვიდა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0