x
image
worldsport.ge
ვენგერი: “არსენალს” პრემიერ ლიგის მოგება შეუძლია

imageლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ ამ ფორმაციის “არსენალს” ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება ძალუძს.
გასულ სეზონში “მეთოფეებმა” ინგლისის თასი მოიპოვეს. ვენგერის აზრით, აღნიშნული ტიტული “არსენალს” სხვა ტურნირებზეც დაეხმარება:
“დამარცხების შემდეგ თავს არასოდეს ვიმართლებ და პასუხისმგებლობას ყოველთვის ჩემს თავზე ვიღებ. ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ და სწორედ ამიტომ გავახანგრძლივე კლუბთან კონტრაქტი. მცირე რესურსების მიუხედავად, ძალიან მსურს, “არსენალი” მოწინავე პოზიციებზე დარჩეს.
გადამწყვეტ მომენტებში კლასი და გამოცდილება გვაკლდა, მაგრამ ახლა ეს პრობლემა წარსულს ჩაბარდა. ჩემპიონობასთან გასულ სეზონშიც ძალიან ახლოს ვიყავით და საბოლოოდ “სიტის” მხოლოდ შვიდი ქულით ჩამოვრჩით. საკუთარი თავის რწმენა ფეხბურთელებში სულ უფრო იზრდება.” – განაცხადა ვენგერმა Goal.com–თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის თასის ფინალში “არსენალმა” “ჰალ სიტი” დაამარცხა. მანამდე, “მეთოფეები” ტიტულის მოგებას ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge


0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0