x
image
worldsport.ge
ფალკაო დაბრუნდა

imageკოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და "მონაკოს" თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო, 22 იანვარს საფრანგეთის თასზე მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, მოედანზე პირველად 18 წუთით გამოჩნდა. ლონდონში "ემირეითს სთედიუმზე" "ვალენსიის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2), კოლუმბიელმა თავდამსხმელმა 72-ე წუთზე ბერბატოვი შეცვალა.
ფრანგების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდუ ჟარდიმმა, აღნიშნულ მატჩამდე განაცხადა, რომ ფალკაოს ესპანელების წინააღმდეგ მცირე დროით ათამაშებდა. მონაკოელები დღეს, ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდებიან და როგორც მოსალოდნელია, კოლუმბიელ თავდამსხმელს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
ფრანგული პრესა კვლავინდებურად ფალკაოს და მადრიდის "რეალის" კავშირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, სამეფო კლუბი კოლუმბიელის სათამაშო ფორმას აქტიურად აკვირდება და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დახურვამდე, შეიძლება იჯარაც განახორციელოს. არც ისაა გამორიცხული, აღნიშნული ინფორმაცია კვლავ ჭორი აღმოჩნდეს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0